აშშ-ის ფლორიდის შტატის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ახალი მერის ინაუგურაცია ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. იტყობინება ABC News-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით.
54 წლის კენ უელჩს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სენტ-პეტერსბერგის მერიაში უნდა დაედო ფიცი, თუმცა ცერემონია გაუქმდა დაავადება კონტროლისა და პრევენციის ცენტრების საკარანტინო მითითებების გამო.
უელჩმა განაცხადა, რომ სახლიდან იმუშავებს იზოლაციის პერიოდის ამოწურვამდე. მერიაში მუშაობას კი მომავალი ორშაბათიდან შეუდგება.