ციციშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილი ერთი თვის იყო და რეანიმაციაში მკურნალობდა.
ამასთან, შემთხვევა 31 დეკემბერს მოხდა.