სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

„გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალის პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს 89 წელი შეუსრულდა.