კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ანტისხეულების დონეს ხუთჯერ ზრდის. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ეს ნიშნავს დაცვის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ინფექციის, ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე სიმპტომების წინააღმდეგ.
„მეოთხე დოზის კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირა გავიდა. მეოთხე დოზის მიღებიდან ერთი კვირის შემდეგ, ვაქცინირებულებში ანტისხეულების რაოდენობა ხუთჯერ იზრდება“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
ისრაელის მთავრობამ 60 წელს გადაცილებულებისა და სამედიცინო პერსონალისთვის კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა დაამტკიცა.
ისრაელის მთავრობის მეთაურის თქმით, ავადობის მიმდინარე ტალღის განმავლობაში, ახალი ინფექციების რაოდენობამ დღიურად შესაძლოა, 50 000-ს მიაღწიოს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.
ამავე თემაზე:
ისრაელში კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა ოფიციალურად უკვე დაშვებულია