ყაზახეთში საწვავის ფასის გაძვირებას აპროტესტებენ

ყაზახეთში მესამე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

მანგისტაუს რეგიონში შეკრებილი დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას ითხოვენ. მიმდინარე წლის დასაწყისში, ერთი ლიტრი თხევადი გაზის (რომელსაც საწვავად გამოიყენებენ) ფასი 28 ამერიკული ცენტის ეკვივალენტურ თანხას გაუტოლდა, 2021 წელს კი, მისი ფასი 12-დან 14 ცენტამდე იყო.

აქცია ჩატარდა სხვა რეგიონებსა და დედაქალაქ ნურ-სულთანშიც. პოლიციამ საპროტესტო გამოსვლების დროს 20-ზე მეტი მონაწილე დააკავა. პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გამოაცხადა, რომ სამთავრობო კომისიამ აქტაუში მუშაობა დაიწყო პრობლემის გადასაწყვეტად.