საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 377 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 696 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 681 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის - 5.87% ხოლო 7 დღის - 6.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 041 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარა - 360, იმერეთი - 407, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 205, გურია - 123, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 164, კახეთი -185, მცხეთა-მთიანეთი -67, სამცხე-ჯავახეთი - 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 834 საიდანაც:

4 353 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 027, აჭარაში - 510, იმერეთში - 751.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 115 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 544, აჭარაში - 120, იმერეთში - 283. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 264 პაციენტი, მათგან თბილისში - 151, აჭარაში - 33, იმერეთში - 28.

921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 607 - თბილისში, 204 - აჭარაში.

19 560 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 5.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 25 832 ადამიანი.