ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 7 191 ადამიანი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 იანვარის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 528 030 აცრა.

ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 292 888 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 45.0%. სრულად ვაქცინირებულია 1 156 606 ადამიანი - 18 წელს ზევით ასაკის მოსახლეობის 40.3%. „ბუსტერი“ გაკეთებული აქვს 77 125 ადამიანს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3436 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი.

ამასთან, საქართველოში „ომიკრონის“ 159 შემთხვევაა დადასტურებული .