ციციშვილის კლინიკაში, COVID19-ით ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა

COVID19-ით ოთხი თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში მოხდა. ცნობილია რომ ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძე ადასტურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩვილს გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა.

„4 თვის ჩვილი ჩვენთან 31 დეკემბერს, უკიდურეს მდგომარეობაში შემოვიდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას ჰქონდა კომბინირებული თანდაყოლილი მანკი. იყო დაბადებული დღენაკლული, ძალიან დაბალი წონით. დაბადების შემდეგ ეს ბავშვი სულ მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ციციშვილის კლინიკაში COVID19-ით ინფიცირებული ჩვილი გუშინაც გარდაიცვალა