ჩეხეთის მოქალაქეს უკრაინაში სეპარატისტების მხარეს ბრძოლებში მონაწილეობისთვის 21- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პრაღის საქალაქო სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ჩეხეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში, დონბასში, სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.

გამოძიების ცნობით, სუკუპი უკრაინაში, ბრძოლებში, სეპარატისტების მხარეს 2014 წელს ჩაერთო და სატანკო ბატალიონის მეთაურობას მიაღწია, მონაწილეობდა ბრძოლებში, რომელთა დროსაც, საბრალდებო დოკუმენტების თანახმად, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. პროკურორის მტკიცებით, სუკუპი 2018 წლის მაისამდე იყო ჩართული ბრძოლებში. თავად ბრალდებული, რომელიც სავარაუდოდ, დონბასში იმყოფება, სასამართლოს არ ესწრებოდა.

ცნობისთვის, სექტემბერში პრაღის სასამართლომ არაერთხელ ნასამართლევ ირჟი ურბანეკს, დონბასში ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობის გამო 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ანალოგიური სასჯელი მიესაჯა 27 წლის ლუკაშ ნოვაჩეკს, რომელიც გამოძიების ცნობით, პრორუსულ სეპარატისტულ რაზმებთან ერთად უკრაინის აღმოსავლეთში იბრძოდა.