პირველი თებერვლიდან თბილისში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ

პირველი თებერვლიდან დედაქალაქში ყვითელი მიკროავტობუსები აღარ იმოძრავებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, განმარტებით, პირველი თებერვლიდან, ანუ სამგზავრო აბონემენტების ამოქმედების დღიდან თბილისში მხოლოდ ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ.

„როდესაც ბარათები გააქტიურდება, ანუ პირველი თებერვლიდან, დედაქალაქში არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს. დღეისთვის ათასივე მიკროავტობუსი ჩამოსულია, 450 უკვე ქსელშია, დანარჩენი 550-ის მომზადება მიმდინარეობს ქსელში გასასვლელად - უნდა დამონტაჟდეს გადახდის აპარატები, მთვლელები. პირველ თებერვლამდე ყველა მიკროავტობუსი ქსელში იქნება“,- განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტის შეძენა დღეიდან შესაძლებელია