ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

მედია ჩრდილოეთ კორეის მიერ სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტის გაშვების შესახებ იუწყება. რაკეტა ზღვაში ჩავარდა კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის, რაც სეულმა და ტოკიომ დაგმეს. ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური და ბირთვული იარაღის გამოცდაზე გაეროს მხრიდან აკრძალვა მოქმედებს.

ლიდერმა კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ თავდაცვას გააძლიერებს და გასულ წელს არაერთი რეკეტა გამოსცადა.

საახალწლო გამოსვლის შემდეგ, ეს პირველი ასეთი გამოცდაა.პირველად, ფაქტი იაპონიის სანაპირო დაცვამ 5 იანვარს, დილით დაადასტურა.

„სამხრეთ კორეისა და აშშ-ის დაზვერვა მჭიდროდ აანალიზებენ ფაქტებს“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის (JCS) განცხადებაში.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ნობუო კიშიმ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ბალისტიკურმა რაკეტამ დაახლოებით 500 კმ (310 მილი) იფრინა.