რა თემები განიხილა ვენდი შერმანმა მინისტრ ზალკალიანთან სატელეფონო საუბრისას - სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

სახელმწიფო დეპარტამენტი მდივნის მოადგილე ვენდი შერმანსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შორის სატელეფონი საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა ევროპაში.

„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ესაუბრა. მდივნის მოადგილემ გაიმეორა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

მდივნის მოადგილემ შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს სუვერენული ქვეყნების უფლების დაცვის აუცილებლობას, აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების ღონისძიებები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მხარეებმა ასევე განიხილეს, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოება და განმტკიცდეს მშვიდობა ევროპაში“, - აღნიშნულია ნედ პრაისის განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა