საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ თემაზე კონსულტაციების დაწყებას სთხოვს.
„არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, "ნაციონალურ მოძრაობას", დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.
მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას”, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ წერილში.