ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთთან მრავალსაუკუნოვან ძმობას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მრავალსაუკუნოვან, ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ქართველი და სომეხი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს.

“ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს და მოძმე სომეხ ხალხს ქრისტეს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს.

ამ მრავალსაუკუნოვან ძმობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ისტორიას ჩვენი ხალხების კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა განაპირობებს, რაც, მჯერა, მომავალშიც ასე იქნება.

ყველას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიხარულსა და წარმატებას”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.