თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თბილისის მეტრო შობის ღამეს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, მოსახლეობა მეტროთი უფასოდ გადაადგილებას დღეს, ღამის 3 საათამდე შეძლებს.