Made in Türkiye - საექსპორტო პროდუქციაზე ამიერიდან ეს წარწერა შეგვხვდება.
„უწოდეთ რებრენდინგი, ან ეროვნული სიამაყე, მაგრამ ამიერიდან Turkey-ის ნაცვლად - Türkiye გამოიყენეთ. ის საუკეთესოდ გამოხატავს თურქი ერის კულტურას, ცივილიზაციას და ღირებულებებს“, - იუწყება მედია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით.
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ცვლილების შესახებ დეკემბერში გამოაცხადა.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ადგილობრივი ინსტიტუტები - Türkiye-ის, ყველა ოფიციალური მიმოწერის, ასევე სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის დროს გამოიყენებენ.