პრეზიდენტი: შობასა და ნათლისღებას ვულოცავ სომეხთა სამოციქულო ეკლესიას

საქართველოს პრეზიდენტმა სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაული თბილისის სუბ გევორქის ტაძარიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო მსახურებას დაესწრო.ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიას, სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში!

მშვიდობის, ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყოველი თქვენგანისთვის! მრავალჯერ გეზეიმოთ სინათლისა და სიკეთის ეს დიდი დღესასწაული!“ - განაცხადა პრეზიდენტმა.