ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება

ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისიდან საჰაერო რეისი დღეს აღარ შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენა ხვალ 12:00 საათისთვის გადაიდო.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქ ატირაუში რეისი დღეს დილით 10:00 საათზე უნდა განხორციელებულიყო.

ასევე წაიკითხეთ: ყაზახეთში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ

ყაზახეთში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს