კობა ნაყოფია: მიხეილ სააკაშვილს პრაქტიკულად არ სძინავს, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი კობა ნაყოფია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ ციხეში სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

"არაჩვეულებრივ ფორმაშია, ანალიზის უნარი აქვს კარგი - ის მუშაობს, პრაქტიკულად, 24 საათი. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა იძახის, რომ დროც არ მაქვს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს მუშაობს. ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მალე წარვუდგენთ საზოგადოებას. ამით არის ძირითადად დაკავებული", - აღნიშნა ჟურნალისტებთან ნაყოფიამ.

ცნობისთვის, 30 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ასევე წაიკითხეთ: ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს