კიევის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა

კიევის პეჩერსკის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ქონების დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პოროშენკოს ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა 6 იანვარს განაცხადა, რომ კიევში 17 იანვარს დაბრუნდება.

პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსების საქმეზე მიმდინარეობს.