აშშ-ის პრეზიდენტმა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი დემოკრატიაზე თავდასხმად შეაფასა.
„ვლოცულობ, არასდროს განმეორდეს ისე დღე, როგორიც ერთი წლის წინ გვქონდა. გასულ წელს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, პრეზიდენტმა არამხოლოდ წააგო არჩევნები, არამედ ცდილობდა, ხელი შეეშალა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის, როდესაც ძალადობრივი ბრბო კაპიტოლიუმს თავს დაესხა. მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი თავდასხმა აღარასოდეს განმეორდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.