ენტონი ბლინკენსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ყაზახეთში მოქმედ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მუხტარ ტილეუბერდის ტელეფონით ესაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა ყაზახეთის კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და მედიის თავისუფლებისადმი. მან ასევე მხარი დაუჭირა კრიზისის მშვიდობიან, უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებულ გადაწყვეტას.

ენტონი ბლინკენმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას ევროპაში სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხი წამოჭრა, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა რუსული აგრესიის საპასუხოდ.