ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია. ამის შესახებ ხერხეულიძემ Facebook-ზე დაწერა.
გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება 20 დეკემბერს გაავრცელა.
როგორც უწყების აღნიშნავდა საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხებოდა 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას.