ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველ შობას, განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით

პრემიერი მოქალაქეებს მაცხოვრის შობის დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

„ქრისტეს დაბადება კაცობრიობის სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც სიყვარულის, ადამიანის თავისუფლების, უკეთესი მომავლის იმედი წარმართავს.

ამ ღირებულებებს ეფუძნება ჩვენი უძველესი კულტურა და ისინი განსაზღვრავენ ჩვენს თანამედროვეობასაც. სწორედ ამიტომ, ყოველ შობას ჩვენ განახლების, ბედნიერებისა და საყოველთაო კეთილდღეობის იმედით ვხვდებით.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდესა და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.