საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 4234 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 006 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 832 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 174 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.41%, ბოლო 14 დღის - 6.61% ხოლო 7 დღის - 8.17%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 727 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 910 540.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 128 პაციენტი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 234 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 249 შემთხვევა, აჭარა - 495, იმერეთი - 457, ქვემო ქართლი - 164, შიდა ქართლი - 199, გურია - 147, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 196, კახეთი -158, მცხეთა-მთიანეთი -93, სამცხე-ჯავახეთი -53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 716 საიდანაც:

1 053 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 715 - თბილისში, 228 - აჭარაში.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 6ა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 255 პაციენტი.