1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2295 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2295 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0155 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8050 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8057 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.