ჯო ბაიდენი აშშ-ს ელექტორალური კოლეგიის მიერ მისი გამარჯვების ოფიციალურად დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს რომ „ახალი ნაბიჯების გადადგმის დროა“.
ახლად არჩეული პრეზიდენტის თქმით „ ხალხის ნებამ გაიმარჯვა“, მან დაგმო პრეზიდენტ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა.
აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კოლეგიის გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია, მან საკუთარ Twitter-ის გვერდზე განაცხადა აშშ-ს გენერალური პროკურორის გადადგომის შესახება. დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა ნოემბრის არჩევნებში 306 საარჩევნო კოლეგიის ხმით, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ.