ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისი ატირაუს მიმართულებით ორი დღეა, არ შესრულებულა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენები ყაზახეთში არსებული ვითარების გამო არის შეჩერებული.
ამასთან, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლოს რეისი სამი დღის წინ შესრულდა, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით.
ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის.
ასევე წაიკითხეთ: NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხის განსახილველად ვირტუალურ ფორმატში შეიკრიბებიან