ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა დაიწყო

ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქის სხვადასხვა მიმართულებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მანქანებით მსვლელობა დაიწყო. სასულიერო პირები მოქალაქეებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ.

მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე ქრისტესშობის სამადლობელო პარაკლისით დასრულდება.

პანდემიის გამო წელს „ალილო“ განსხვავებული სახით ტარდება. ალილოზე შეგროვებული ნობათი გადაუნაწილდება ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და გაჭირვებულ მოსახლეობას.