„ლეიბორისტული პარტია“ შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შესვლის საკითხზე მსჯელობს. - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.

პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა, რომ პარტიაში ამ საკითხზე მსჯელობენ. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების და ხელისუფლების შეცვლის პერსპექტივა დაიმსხვრა მაშინ, როდესაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა „შარლ მიშელის დოკუმენტს“ და პარლამენტში შევიდა.

„პარლამენტში შესვლა იმიტომ კი არ გვინდა, რომ დავტკბეთ იქ სკამებზე ჯდომით და პრივილეგიებით, არამედ გვინდოდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გვეხსნა გაჭირვებისგან, სიღატაკისგან, უმუშევრობისგან, უბედურებისგან, სიკვდილისგან, ტრაგედიისგან, მილიარდერის ხროვის ბატონობისგან, მაგრამ ხალხმა ყოველთვის გააკეთა არჩევანი ფულიანზე, მდიდარზე, ძალაუფლებით აღჭურვილზე და ამ არჩევნის შედეგს ვიმკით. ჩემი, ერთი კაცის შესვლა შეიძლება, ოცნება იყოს?!“

არავის ახალი არჩევნები არ უნდა. ხელისუფლებასაც არ უნდა ცხადია, ხელისუფლებიდან წასვლა. ახალი არჩევნები არ უნდათ პარლამენტში შესულ იმ პარტიებს, რომლებიც თავს კარგად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ შეიძლება, ახალი არჩევნების დროს აღარ მოხვდნენ პარლამენტში. ერთი-ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მაგალითად, თაკო ჩარკვიანი, გამოვა იქიდან, მაგრამ 98% იქიდან გამომსვლელი არ არის“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ლეიბორისტულმა პარტიამ" პარლამენტის წევრის ერთი მანდატი მოიპოვა. პარტიული სიის პირველმა ნომერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის დატოვების მოთხოვნით განცხადება დაწერა, რომელიც პარლამენტმა არ დააკმაყოფილა.