მოკრძალებულად აღვნიშნოთ ახალი წელი - თენგიზ ცერცვაძე

კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წელი მოკრძალებულად აღნიშნონ.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, შეზღუდვების მოხსნამ შესაძლოა, გამოიწვიოს ეპიდვითარების გაუარესება, ხოლო იმისათვის, რომ ასე არ მოხდეს, მოსახლეობამ რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

"ერთია აკრძალვა და მეორეა თვითშეგნება. თვითონ უნდა დაუწესონ თავის თავს გარკვეული აკრძალვა. ყველას გვინდა ახალი წელი, განსაკუთრებით ბავშვებს არ გვინდა წავართვათ, მაგრამ მთელ მსოფლიოშია ახლა ლოზუნგი, რომ ეს ახალი წელი იყოს შედარებით შეზღუდული. ნუ იქნება პომპეზური, ნუ იქნება ფართე. აღვნიშნოთ მხოლოდ ოჯახურ წრეში. არ არის აუცილებელი გაზრდილი მობილობა, მისვლა-მოსვლა, თუნდაც საჩუქრების ყიდვა. შემოვიფარგლოთ, უფრო მოკრძალებულად და ასეთ შემთხვევაში, ის არ მოახდენს გავლენას ამ ეპიდვითარებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.