შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები დაყვანილია პერსონალურ საკითხებამდე, რაც არასწორია

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული შენიშვნები დაყვანილია პერსონალურ საკითხებამდე, რაც არასწორია", - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კითხვას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი ახალი სამსახურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ შეკითხვას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინსტიტუციური კუთხით პარლამენტმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო და ეს რომ ასეა, აღარავინ კამათობს.

“რამდენი ხანია დისკუსია მიდის. ყველა დავაკვირდით, რომ არ თქმულა არც ერთი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოდ, რომ უნდა არსებობდეს ორი ინსტიტუცია - ცალკე პერსონალურ მონაცემთა დაცვით კუთხით და ცალკე - საგამოძიებო სამსახურის კუთხით. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ორი ინსტიტუცია არის საჭირო, აუცილებელი და სწორი. ასე რომ, ამ გადაწყვეტილების შინაარსთან და ზოგადად, რეფორმის არსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მოხსნილია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ: ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა

სახელმწიფო ინსპექტორი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მისი უწყების გაუქმების კანონს ვეტოს დაადებს