ავსტრალიის საიმიგრაციო ცენტრში მყოფმა ჯოკოვიჩმა მხარდამჭერებს მიმართა

ნოვაკ ჯოკოვიჩი მადლობას უხდის ოჯახს, სერბეთს და მხარდამჭერებს ავსტრალიიდან, სადაც დეპორტაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. იუწყება BBC.

ნოვაკ ჯოკოვიჩის ოჯახი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ნომერ პირველმა წარმომადგენელმა ღამე მელბურნის საიმიგრაციო დაწესებულებაში გაატარა.

შეგახსენებთ, ავსტრალიამ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა, კორონავირუსზე აუცრელობის გამო გაუუქმა.

ცნობისთვის, 4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლდა.