გერმანიამ ქვეყანაში პირველად დანიშნა კომისარი, რომელიც ლგბტ+ საკითხებზე იმუშავებს. მედია წერს, რომ სვენ ლემანი დაეხმარება გერმანიას, „გახდეს პიონერი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
42 წლის დეპუტატი პასუხისმგებელი იქნება „ეროვნული სამოქმედო გეგმის“ მომზადებაზე, რათა ხელი შეუწყოს აღნიშნული თემის უფლებების დაცვას.
ლემანი თანამდებობას დაიკავებს ახალი კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში, რომელსაც სოციალ-დემოკრატი კანცლერი ოლაფ შოლცი ხელმძღვანელობს.
„მწვანეების“ დეპუტატი უკვე იყო პარტიის წარმომადგენელი ლგბტ + საკითხებზე გერმანიის ბუნდესტაგში 2018-დან 2021 წლამდე.