მგზავრები, რომელთაც ინდოეთში ჩასვლისას კორონავირუსი დაუდგინეს, აეროპორტიდან გაიქცნენ

მგზავრები, რომელთაც ინდოეთის ქალაქ ამრიცარში ჩასვლისას კორონავირუსი დაუდგინეს, კარანტინს გადაურჩნენ, იტყობინება BBC.

თვითმფრინავი რეისს მილანიდან ასრულებდა, 125 მგზავრი კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა. მათგან 9, აეროპორტიდან გაიქცა, ოთხი კი - ადგილობრივი საავადმყოფოდან.

იტალია-ინდოეთის რეისზე სულ 160 მგზავრი იმყოფებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები და ჩვილები ტესტირებისგან გათავისუფლდნენ.

გაურკვეველია, როგორ გაიქცა ოთხი მგზავრი აეროპორტიდან, მაგრამ საავადმყოფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კლინიკიდან გაქცეულებმა სავარაუდოდ, სამედიცინო პერსონალი მოატყუეს.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

7 იანვარს, ინდოეთში კორონავირუსის 100 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ექსპერტები თვლიან, რომ ინფექციის გავრცელების მკვეთრი მატება „ომიკრონმა“ გამოიწვია.