სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან, იუწყება სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სომხურ-ქართული ურთიერთობების განვითარების შესახებ კმაყოფილება გამოთქვეს და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის მთელი რიგი საკითხები განიხილეს.
„მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები სხვა საკითხებზე, რომლებიც საერთო ინტერესის სფეროს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.