კვლევა: აბუ-დაბიში ავტორიზებული, Sinopharm-ის ახალი "ბუსტერ" დოზა "ომიკრონის" წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამავე ვაქცინის მესამე დოზა

აბუ-დაბიში ავტორიზებული, Sinopharm-ის ცილოვანი ვაქცინის ბუსტერ დოზა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ამავე ვაქცინის მესამე დოზა, რომელიც ტრადიციული მეთოდით არის დამზადებული. ეს წინასწარი კვლევის შედეგია, რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის.

Reuters-ის ცნობით, კვლევაში 192 ადამიანი იყო ჩართული. ისინი ნაწილს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით მინიმუმ 6 თვის წინ აიცრნენ.

შედეგად, გაირკვა, რომ ბუსტერ დოზით აცრილებში "ომიკრონის" წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობა გაცილებით მაღალია, მესამე დოზით აცრილებთან შედარებით.

Sinopharm-ის მიერ განსხვავებული ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში "ბუსტერად" დეკემბრიდან გამოიყენება.