საქართველოში კორონავირუსის  3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  3 105 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 3837 ადამიანს გამოუვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 194 900 მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელდა 164 786.

ახალი მონაცემები მედიას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ გააცნო, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში 3105 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 969 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6710 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 2734 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.