ფრანგი მეცნიერები: „ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია

„ომიკრონ“ შტამი „დელტასთან“ შედარებით 105%-ით უფრო გადამდებია, - აღნიშნულ ინფორმაციას Euronews-ი ფრანგი მენციერების კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მეცნიერები „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებას 25 ოქტომბრიდან 18 დეკემბრამდე აკვირდებოდნენ და კვლევისას 130 000-ზე მეტი დაინფიცირებული ადამიანის მონაცემები გამოიყენეს.

ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.

„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.

ასევე წაიკითხეთ: ჯანმოს დირექტორმა ქვეყნები „ცუნამის“ შესახებ გააფრთხილა

ჯანმო „ომიკრონთან“ დაკავშირებით, დამატებით მტკიცებულებებს ფლობს