"პრაქტიკულად, მეხუთე ტალღიდან მეექვსე ტალღაში გადავედით. მე დიდი ხნის წინაც აღვნიშნე, რომ შტორმი, ძალიან მძიმე მონაცემები იქნებოდა“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის დასასრულია.
„მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2622 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი
ასევე წაიკითხეთ: ივანე ჩხაიძე: Sinovac-ითა და Sinopharm-ით აცრილებს შესაძლოა, Pfizer-ის ორი დოზით ვაქცინაცია დასჭირდეთ