ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი კარიმ მასიმოვი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს.
ეროვნული უშიშროების კომიტეტმა განაცხადა რომ სახელმწიფო ღალატის ფაქტზე წინასწარი მოკვლევა 6 იანვარს დაიწყო.
„6 იანვარს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დავაკავეთ ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი და სხვა პირები. დამატებითი ინფორმაცია გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით ჯერჯერობით არ გავრცელდება“, - იუწყება კომიტეტის პრესსამსახური.
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 07:00 საათამდე იმოქმედებს. 5 იანვარს, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა. 6 იანვარს, ყაზახეთში, რუსეთის ხელმძღვანელობით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ ჯარები გაგზავნა.
ცნობისთვის, საწვავზე ფასების მატების გამო დაწყებული მანიფესტაციების შედეგად, ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.