კოვიდინფიცირების გავრცელების მეხუთე ტალღა და ახლა მეექვსე ტალღის დასაწყისია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მეექვსე ტალღა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, „ომიკრონით“ იქნება განპირობებული.
„ბოლო 5-6 დღის განმავლობაშიყ, შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუ 2 იანვარს, 3 დღის საშუალო მაჩვენებელი ყოველდღიურად 1660, დღევანდელი მონაცებით, ეს რიცხვი 3745-ია. პრაქტიკულად, 4 დღეში გაორმაგდა რაოდენობა - ეს არის „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ "იმედის". ეთერში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა, 777 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს.
„ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ.
წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს.