Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 842 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 პაციენტი გარდაიცვალა, 777 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 959 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 912 443, გარდაიცვალა 14 187 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.
8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის - 7.45% ხოლო 7 დღის - 9.17%.
ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 33 218, საიდანაც 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 991, აჭარაში - 565, იმერეთში - 756.
მძიმე პაციენტია 1 089 პირი, მათ შორის, თბილისში - 532, აჭარაში - 129, იმერეთში - 257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 ადამიანი, მათგან თბილისში - 155, აჭარაში - 42, იმერეთში - 27.• 1 493 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1041 - თბილისში, 345 - აჭარაში. 27 307 ადამიანი ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 8. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 8 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.• ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 226 ადამიანი.