ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გასული ღამის განმავლობაში კიდევ 100-მდე ადამიანი დააკავეს. სულ 6000 -მდე ადამიანია დააპატიმრობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
სამართალდამცველები ქუჩებში პატრულირებას განარძობენ.
ცნობისთვის, ნურსულთანსა და ალმათიში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედროები განთავსდნენ.
2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან დაიწყო და შემდეგ სხვა რეგიონებში გაგრძელდა. პროტესტი საწვავზე ფასის მომატებას მოჰყვა.
4 იანვარს, გვიან ღამით, ყაზახეთის მთავრობა გადადგა. 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა ქალაქ ალმათიში გაგრძელდა, სადაც შეიარაღებულმა პირებმა მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც დაიკავეს.
5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაიწყო.