ენტონი ბლინკენი: ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი პროვოკაციულ რიტორიკას განაგრძობს

„ჩვენ მზად ვართ ძლიერად ვუპასუხოთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. ჩვენ მზად ვართ ძლიერი პასუხი გავცეთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. მაგრამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა მაინც შესაძლებელია და უმჯობესია, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როგორც იცით, NATO-ს ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო შეიკრიბა, რათა განეხილათ ჩვენი კოორდინირებული პასუხი უკრაინის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და მისგან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე, ასევე, წამქეზებლურ რიტორიკაზე.

მინდა, მადლობა გადავუხადო NATO-ს გენერალურ მდივანს სტოლტენბერგს ჩვენი შეკრებისთვის. როგორც მან ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ჩვენ მზად ვართ ძლიერად ვუპასუხოთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. ჩვენ მზად ვართ ძლიერი პასუხი გავცეთ რუსეთის შემდგომ აგრესიას. მაგრამ საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა მაინც შესაძლებელია და უმჯობესია, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს.

ეს არის ის, რაზეც ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მომავალ კვირას, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის და NATO-რუსეთის საბჭოს, ასევე ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრაზე. ამ გადაუდებელი დისკუსიების წინ, მკაფიოდ ავხსნათ, როგორ მივედით ამ მომენტამდე.

2014 წელს უკრაინელმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული და ევროპული მომავალი. რუსეთმა უპასუხა კრიზისის წარმოშობითა და შეჭრით.

მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს უკრაინის ტერიტორია ყირიმში და გამოიწვია ომი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილზე მყოფი მარიონეტების მონაწილეობით, რომლებსაც ის ხელმძღვანელობს... ამარაგებს და ფინანსებს მათ, შედეგად, დაიღუპა თითქმის 14,000 ადამიანი.

სამხედრო აგრესიის გარდა, მოსკოვი ასევე მუშაობდა უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების შერყევაზე.

ის ერევა უკრაინის პოლიტიკასა და არჩევნებში; დაბლოკა ენერგეტიკა და ვაჭრობა, რადგან დაეშინებინა ლიდერები და მოქალაქეებზე ზეწოლა მოეხდინა. ის იყენებს პროპაგანდას და დეზინფორმაციას უნდობლობის დასათესად; მან დაიწყო კიბერშეტევები ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე.

შემდეგ, გასული მარტიდან დაწყებული და შემოდგომამდე გაგრძელებული, რუსეთმა დაიწყო უკრაინის საზღვარზე სამხედრო ძალებისა და აღჭურვილობის მასიური თავმოყრა - დღეს იქ თითქმის 100 000 ჯარისკაცი იმყოფება და ასევე გეგმავს ორჯერ მეტის მობილიზებას.

როგორ ხსნის მოსკოვი თავის ქმედებებს? დეზინფორმაციით. აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთს ემუქრება. რომ უკრაინა კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს. და რომ რუსული ჯარების გაძლიერება, ტანკები და მძიმე არტილერია არის მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის.

ეს იგივეა, როცა მელა ამბობს, რომ მას უნდა დაესხას თავს საქათმეს, რადგან მისი ბინადრები რაღაცნაირად საფრთხეს უქმნიან.

ეს ყველაფერი ადრეც გვინახავს. როდესაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში, ის ამტკიცებდა, რომ უკრაინა იყო აგრესორი წინასწარ დაგეგმილი სამხედრო ქმედებების გასამართლებლად.

და ისევ დღეს, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან პროპაგანდისტულ ძალისხმევას უკრაინის, NATO-ს და შეერთებული შტატების წინააღმდეგ. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი მოაწყობს პროვოკაციას ან ინციდენტს - შემდეგ შეეცდება, გამოიყენოს ის სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც რუსეთს ასევე შეახსენა შეუსრულებელი ვალდებულებები.

მისი თქმით, აგრესორი სწორედ რუსეთია, რომელიც შეიჭრა უკრაინაში თითქმის 8 წლის წინ და მოახდინს ყირიმის ოკუპაცია. აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დღემდეა გაჩაღებული.

„რუსეთმა არ შეასრულა მინსკის ვალდებულებები, უფრო მეტიც, აქტიურად არღვევს ბევრ მათგანს და უარს ამბობს საკუთარი თავის კონფლიქტის მხარედ აღიარებაზე, ეს არის რუსეთი, რომელიც არაერთხელ დაემუქრა უკრაინულ დემოკრატიას და ეს არის რუსეთი, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის ჯარებს უკრაინის საზღვარზე. ყველა მსგავსი ქმედება არის უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა. დაუყოვნებლივი და გადაუდებელი გამოწვევა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის.

ზუსტად რუსეთს, არაერთხელ ჰყავდა მიზანში უკრაინული დემოკრატია. რუსეთია, რომელიც კიდევ ერთხელ აგზავნის ჯარებს უკრაინის საზღვარზე. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსკოვი პარალელურად ავრცელებს ცრუ ნარატივს, რომ NATO ემუქრება რუსეთს, რომ NATO გეგმავს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის გასაღვივებლად, რომ NATO-მ აიღო ვალდებულებები სამხრეთ ევროპაში არგაფართოების შესახებ და რომ NATO-მ დაარღვია ეს დაპირებები.

თითოეული ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, NATO არის თავდაცვითი ალიანსი. ის არსებობს თავდასხმისგან თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ, ცივი ომის დასრულების შემდეგ, საჭირო გახდა მისი ჩვეულებრივი ბირთვული ძალების მნიშვნელოვნად შემცირება, რადგან აღარ იყო საჭირო იგივე თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება, როგორც ცივი ომის დროს იყო.

უფრო მეტი, NATO-ს არასდროს გაუცია დაპირება ახალი წევრების არმიღებაზე, რადგან ღია კარის პოლიტიკა იყო 1949 წლის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მთავარი დებულება.

მიხეილ გორბაჩოვმა 2014 წელს ინტერვიუში პირდაპირ და ძალიან ნათლად თქვა, რომ გაფართოების თემა საერთოდ არ განიხილებოდა გერმანიის გაერთიანების მოლაპარაკებებზე, რომელმაც ცივი ომის დასრულებას დაუდო საფუძველი.

მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს ბეიკერმაც იგივე დაადასტურა. სტამბოლის ევროპული უსაფრთხოების ქარტიაში, თავად რუსეთმა დაადასტურა ყველა ქვეყნის უფლება, აირჩიოს ან შეიცვალოს არსებული უსაფრთხოების მექანიზმები, მათ შორის ალიანსები.

ახლა რუსეთი აშშ-სგან და NATO-სგან ითხოვს NATO-ს ძალების გაყვანის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რომლებიც განლაგებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და უკრაინის ოდესმე NATO-ში გაწევრიანებაზე აკრძალვას.

მათ უნდათ, რომ შეგვითრიონ დებატებში NATO-ზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გავამახვილოთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საკითხზე. ჩვენ ვერ ავუვლით გვერდს ამ საკითხს, რადგან რაც ხდება უკრაინაში, ეხება არამხოლოდ უკრაინას, ეს არის უფრო ფართო მოდელის ნაწილი, მოსკოვის საშიში და ხშირად უკანონო ქცევის სტაბილიზაციისთვის, რომელიც ცდილობს, შექმნას გავლენის სფერო,რომელიც მოიცავს ოდესღაც საბჭოთა მმართველობის ქვეშ მყოფ ქვეყნებს ხელი შეუშალოს მათ დემოკრატიული მისწრაფებების რეალიზებაში, როგორც სრულიად სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა ორ მეზობელ ქვეყანაში, უკრაინასა და საქართველოში, ასევე განთავსებული ჰყავს თავისი ჯარი სრული სამხედრო აღჭურვილობით მოლდოვაში, ამ ქვეყნის მთავრობის ნების საწინააღმდეგოდ.

რუსეთი ჩაერია არჩევნებში ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.გამოიყენა ქიმიური იარაღი. მოკლა რუსეთის ხელისუფლების ოპონენტები, მათ შორის სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლა, როდესაც ისინი ინგლისში, ჩვენი მოკავშირის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

რუსეთმა დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმება. რუსეთი მხარს უჭერს მოძალადე დიქტატორებს, რომლებიც ხელს უწყობენ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სირია. მოსკოვის ქმედებები აჩენს საფრთხეს ევროპულ მიწაზე, როდესაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრინციპები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რომ სახელმწიფოს საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა ძალით შეუძლებელია შეიცვალოს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეების განუყოფელი უფლებაა მიიღონ გადაწყვეტილებები და განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის მომავალი თვითონ.

რუსეთი ცდილობს, თავად საერთაშორისო სისტემის გამოწვევას და ძირს უთხრის ჩვენს ტრანსატლანტიკურ ალიანსს, ცდილობს, გაანადგუროს ჩვენი ერთიანობა; დაარღვიოს კოორდინაცია ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ყველა ფორმატში, ჩვენს ყველა დისკუსიაში სასურველია, გამოინახოს დიპლომატიური გზა და დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღება რუსეთიდან წარმოქმნილ კრიზისში. ზუსტად ამას ეძღვნება რუსეთ-ამერიკული დიალოგის მომავალი შეხვედრები, რუსეთი-NATO და რუსეთი-OCSE (ეუთო)-ს საბჭო სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, მომავალ კვირას.ჩვენ ვთვლით, რომ არის სფეროები რაშიც შეგვიძლია პროგრესის მიღწევა. აქვს თუ არა რუსეთს ლეგიტიმური შეშფოთების საფუძველი ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით?

ჩვენი NATO-ს მოკავშირეები, ჩვენი პარტნიორები მზად არიან, მოუსმინონ თუ კრემლიც მზადაა, გამოიჩინოს იგივე მზადყოფნა, საკუთარი, საშიში ქმედებების აღმოსაფხვრელად.

მომავალ კვირას, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას გავზარდოთ გამჭვირვალობა, შემოვიტანოთ რისკის შემცირების ახალი ზომები და განვაახლოთ ძალისხმევა ევროპის უსაფრთხოებისთვის, ბირთვული და ჩვეულებრივი საფრთხეების დასაძლევად, მაგრამ ასევე ეს უნდა იყოს ორმხრივი გზა.

ჩვენი მიზანია, გვქონდეს პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობა რუსეთთან, რათა ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, როცა ეს ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია და მოვაგვაროთ საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით.

მაგრამ ძალიან რთული იქნება რეალური პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი უკრაინის საზღვართან თავის სამხედრო ძალების თავმოყრას და თუ პროვოკაციულ რიტორიკას განაგრძობს.

ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რა ელის მას, თუ ის გააგრძელებს ამ გზას. მათ შორის ეკონომიკური ზომების ჩათვლით, რასაც ექნება მასშტაბური შედეგები.

ჩვენ ამის შესახებ განვაცხადეთ წინა კვირას და ეს დადასტურდა მსოფლიოს წამყვანი (G7) ქვეყნების მიერ. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი სხვა არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.