სოფელ მუხროვანის ტყეში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის ტყეში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილს გარეგანი დათვალიერებით სხეულზე დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.