ქაბულის ევაკუაციისას დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა

ქაბულის ევაკუაციის დროს დაკარგული ბავშვი ოჯახს დაუბრუნდა. BBC-ის ცნობით, ორი თვის სოჰაილ აჰმადი ამერიკელ ჯარისკაცს აეროპორტში, ქაოსური ევაკუაციისას, იმ დროს გადასცეს, როცა ავღანეთის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობდა და ჭყლეტის საფრთხე არსებობდა.

ბავშვის მამა მირზა ალი აჰმადი, რომელიც აშშ-ის საელჩოში დაცვის თანამშრომელად მუშაობდა და დედა სურაია, სხვა 4 შვილთან ერად აშშ-ში საევაკუაციო ფრენით გადაიყვანეს.

თვეების განმავლობაში არ იცოდნენ, სად იყო მათი მცირეწლოვანი შვილი. მას შემდეგ, რაც Reuters-მა ოჯახის მიერ სოჰაილის ძებნის შესახებ გამოაქვეყნა, ისტორიას ნათელი მოეფინა.

მანამდე, სოჰაილი აეროპორტში ტაქსის მძღოლმა იპოვა, მარტო იყო და ტიროდა. ტაქსის მძღოლმა გადაწყვიტა, რომ ის თავის ოჯახთან წაეყვანა და შვილად გაეზარდა, რადგან მისი მშობლები ვერ იპოვა. მათ ჩვილს მუჰამედი დაარქვეს და ყველა ბავშვის სურათი Facebook-ზე გაავრცელეს.

საბოლოოდ, ბავშვის ბაბუა ქაბულში გაემგზავრა, რათა მისი დაბრუნება ეთხოვა. თუმცა გადაცემაზე უარი უთხრეს. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, ბავშვი ბაბუას დაუბრუნდა.

აშშ-ში მყოფმა მშობლებმა შვილი ვიდეოჩართვის საშუალებით ნახეს.