საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
ამასთან, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
ამასთან, ელგუჯა ცომაიას, მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის.