Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 240 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 505 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის - 7.76% ხოლო 7 დღის - 9.57%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 913 528.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა - 336, იმერეთი - 218, ქვემო ქართლი - 80, შიდა ქართლი - 65, გურია - 77, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი -63, მცხეთა-მთიანეთი -26, სამცხე-ჯავახეთი -34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 35 363 საიდანაც: 4 409 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 919 აჭარაში - 595, იმერეთში - 761. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 522, აჭარაში - 133, იმერეთში - 263. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 280 პაციენტი, მათგან თბილისში - 161, აჭარაში - 42, იმერეთში - 25. 1 694 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 177 - თბილისში, 402 - აჭარაში. 29 260 ადამიანი სახლში მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 65, ხოლო აჭარაში - 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 134 ადამიანი.