რუსული მხარის წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტის რუსტამ მურადოვის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ტყვეები გაცვალეს.
ტყვეების გაცვლა რუსეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე მოხდა.
გამოცემის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარეს 12, სომხურ მხარეს კი 44 ტყვე გადაეცა.
სომხეთის ვიცე-პრემიერის ტიგრან ავიანინის ინფორმაციით, დაბრუნდნენ ის ტყვეები, რომელთა ტყვედ აყვანა დადასტურებულია აზერბაიჯანისა და „წითელი ჯვრის“ მიერ, დანარჩენი ტყვეების გამოვლენისა და დაბრუნების პროცესი კი გრძელდება.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ბაქოში თვითმფრინავით დაბრუნებულ ტყვეებს შორის 2014 წლის ივლისიდან ტყვეობაში მყოფი შაჰბაზ გულიევი და დილგამ ასკეროვი არიან.